დაგვჭირდება - 5 კვერცხი
3 ჭიქა შაქარი (600გრ)- ერთი ცომში, მეორე ბეზეში და მესამე მინანქარში
250 გრამი კარაქი ან მარგარინი
300 გრამი მაწონი ან არაჟანი
1 ჩაის კოვზი სოდა,
1ჩკ ძმარი და ვანილი1ც (ნახევარი ბეზეში, ნახევარი მინანქარში)
ფქვილი 4 ჭიქამდე(200 გრამიანი ჭიქებით)
კაკაო 4-5 ს.კ.
კარაქი 30 გრ.
ზეთი 1ს.კ.
გატარებული ნიგოზი 1 ჭიქა
5 კვერცხის გული ავთქვიფე მიქსერით 1 ჭიქა შაქართან ერთად, დავამატე გამდნარ-შეგრილებული ცხიმი, შემდეგ მაწონი სოდით, ძმრით და ვანილით, ბოლოს ფქვილი...ცომი ხელზე გვეკრობა, მაგრამ ფქვილის დახმარებით გავაბრტყელებთ...
ცომი გავყოთ სამ ნაწილად და დავასვენოთ...
ვიდრე ცომი ისვენებს გავაკეთოთ ბეზე...ავთქვიფოთ კარგად 5 კვერცხის ცილა, შემდეგ ნელ-ნელა ვამატოთ შაქარი 1 ჭიქა, გავაკეთოთ მყარი ბეზე, დავამატოთ ვანილი, ნიგოზი და მე ქიშმიშიც დავუმატე, მიყვარს...
გავახურე კარგად ელექტრო ქურა, რომელშიც 27სმ.დიამეტრის ფორმა ცხელდებოდა..გავაბრტყელე ცომის პირველი ნაწილი , კალკაც ჩავაფინე ფორმაში და მოვათავსე პირველი ცომი, წავუსვი ბეზეს ნახევარი და დავაფინე მეორე ცომი, ისევ ბეზე და მესამე ცომი....გამოვაცხე ჯერ ქვედა წვით, 200 გრადუსზე , შემდეგ დავუწიე ტემპერატურას და ორივე წვა ჩავრთე....მზაობა შევამოწმე ჩხირით....
გაცივებულ ნამცხვარს მოვასხი მინანქარი..
200 გრამიან ჭიქა შაქარს დავამატე 4 ს.კ. კაკაო, ავურიე კარგად, დავასხი 5 ს.კ. რძე, გნებავთ წყალი გამოიყენეთ, შემდეგ 1 ს.კ. ზეთი და შემოვდგი დაბალ ცეცხლზე, სწრაფი მორევით ვადუღე 3-5 წუთი, დუღილის დროს დავამატე 30 გრამი კარაქი...ცოტა რომ შეგრილდა მოვასხი ნამცხვარს...
სულ ესაა, სურათებში ჩანს ცომის კონსისტენციაც, გნებავთ პირდაპირ ჟარონაზე გამოაცხვეთ....მე საშინაო საჭმელად ორფენიანი გავაკეთე, სადღესასწაულოდ კი მრგვალი ...
პ.ს. 4 ჭიქამდე ფქვილს ვწერ, რადგანაც გააჩნია ვინ რომელი ხარისხისას მოიხმარს. გამდნარი კარაქის სისქეც განსხვავდება მარგარინისგან, ამიტომ შეიძლება ფქვილის რაოდენობა მერყეობდეს 3,5 დან 4 ჭიქამდე. ასევე კაკაოს რაოდენობაც-მუქი მინანქარი გნებავთ ბევრი უყავით, თუ არა და 4 კოვზიც ეყოფა.
Нет комментариев