ფხვიერი ორცხობილები,
რომლის შიგნით ბრაუნი
იმალება
ინგრედიენტები
1 კვერცხი
150 გრ.შაქარი
ვანილი
50 გრ შოკოლადი
200 გრ. კარაქი
2 ჭ. ფქვილი
50 მლ.რძე
მწიკვი მარილი
ნახ.ჩკ.სოდა
მომზადება
1 კვერცხი, 150 გრ შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი ავთქვიფოთ, დავამატოთ 50 მლ.რძე და 200 გრ. კარაქი ( ან მარგარინი), 2ჭ.ფქვილში არეული ნახ.ჩ.კ.სოდა და მოვზილოთ ცომი, რომელიც გავყოთ ორად.
ერთ ნაწილს დავამატოთ 50გრ. გამდნარი შოკოლადი და შევაზილოთ.
ორივე ფერის ცომი დავყოთ პატარა ბურთულებად თეთრი ბურთულა ხელით გავაბრტყელოთ და ჩავდოთ შავი ბურთულა და მოვუკრათ თავი
ოდნავ გავაბრტყელოთ,ასე გავაკეთოთ ყველა ორცხობილა.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
#ტკბილეული#ორცხობილა#დესერტი#დᲦისრეცეპტი
Нет комментариев