200გრ- ფქვილი
60მლ-წყალი(ოთახის ტემპერატურის)
70გრ-შაქარი
60მლ-ზეთი
1პაკეტი-შაქრიანი ვანილი
მწიკვი მარილი
4გრ გამაფხვიერებელი(არასავსე ჩაის კოვზი)
ჭურჭელში ჩავასხათ წყალი,დავუმატოთ ვანილი,მარილი,ზეთი,შაქარი და ავთქვიფოთ სათქვეფით მსუბუქად.მე დავუმატე ცოტა ლიმონის ესენცია,შეგიძლიათ ცედრა და ლიმონის წვენი გამოიყენოთ.ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და დავაცრათ ამ მასას.ჩანგლით კარგად მოვურიოთ.არის ნაზი ცომი.გავაკეთოთ გუნდა,მოვათავსოთ პარკში და გავაჩეროთ მაცივარში 15წთ.გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთულები და ოდნავ ხელით დავაწვეთ.ბოთლის სახურავით გავუკეთოთ რკალები(ნაპირით).ამოვავლოთ შაქარში და მოვათავსით ქაღალდ დაფენილ ფორმაზე.ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში,180გრადუსზე 15წთ.ღუმელს გააჩნია.ჩემთან 12წთ დასჭირდა.ამ პორციით გამოვიდა 13ცალი.
#დღისრეცეპტი
#ორცხობილა
#ცომეული
#დესერტი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев