მე კი – მოსწავლე ფანქრებით ხელში,
ვდგავარ და ვხატავ, განვლილ ცხოვრებას,
თან ვაფერადებ ათასგვარ ფერში.
ბავშვობის ხატვა არ გამიჭირდა,
გადავირბინე მწვანეზე ველად,
თითქოს ფანჯრიდან ვიჭყიტებოდი,
ვაფერადებდი ათასგვარ ფერად.
ახალგაზრდობის ჯერი რომ დადგა,
იქ, სადაც სიყვარულს ვეზიარე,
ფერები უკვე აღარც კი მეყო,
ცოტა გავწითლდი, თან ვაღიარებ.
ვეღარ გავიგე როგორ მეხატა,
სუნთქვა შემეკვრა, დამებნა ხელი,
და მაშინ ვინმე რომ შემკითხვოდა,
აღარ მახსოვდა სახელი ჩემი.
როგორც ვულკანი, მიძინებული,
გადმოიღვარა, გრძნობა გაცოცხლდა,
ვხატავდი ასე, თვალდახუჭული,
აღარაფერი აღარ მახსოვდა.
მომავლის ფიქრში ზეცა განათდა,
გამიადვილდა სიცოცხლის ხატვა,
შვილების თვალებს რომ მივადექი,
გადამეფარა ღვთისმშობლის კალთა.
სიცოცხლის ფერი მაშინ ვიპოვე,
ასე დავხატე სამივე ერთად,
ვერ გავაგრძელე... რადგან უეცრად,
ვეღარა ვიგრძენი სილაღე ფერთა.
მერე ფერები შემომელია,
თითქოს სურვილიც ხატვის, დასრულდა,
გასულა წლები ხალისიანი,
მთელი ცხოვრება უკვე გასულა,
უცხო მიწაზე გატარებულ წლებს,
ვერ მოვუძებნე ფერი, ვიწვალე,
და აქ შევჩერდი, ხატვას კი მერე,
იქ გავაგრძელებ, ქართულ მიწაზე!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3