ცხოვრებაში ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც სათანადოდ არ მაფასებენ. ვერ შეუცვნიათ ვინ იყურება ჩემი სევდიანი თვალების შიგნიდან. გული იმაზე მწყდება, რომ ვინც მეგონა ჩემნაირი, ყველა მტოვებს პერიოდულად. ჩემს ხასიათში ერთგულება, პატიოსნება და თანადგომა იჯდა სულ და ამის ბრალია ღალატი, უპატივცემულობა და მარტოობა რომ დავიმსახურე ყოველთვის. ზოგჯერ მიფიქრია ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც ვერ დამაფასა-მეთქი,მაგრამ გული მაინც მწყდება, როდესაც ასე ხდება,მერე იმათ წილ სინანულსაც მე ვნერვიულობ,ეს ჩემი ნების დამოუკიდებლად ხდება, ეს ჩემი ბუნებაა. ისე მინდა მოვკვდე, რომ ჩემზე განაწყენებული არავინ დარჩეს ამ ქვეყნად, მაგრამ ეს ხომ ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაფერი რაც აქამდე დაიწყო დასრულდა და მოიტანა ჩ