ქუთაისის წვიმა მიყვარს, ქარში ბაღის კიდე... მარტოობა ხეივანში წოწიალი კიდე. „ბიკენტიას საქაბაბე“ ხმელი პურის ყუა, ნატვრები და ოცნებები ახდენილი თუა. მოცეკვავე ნეკერჩხლები მთლად შეშლილი ქუჩა, პირდაფჩენილ ბროწეულებს კბილები რომ უჩანს. ნეშომპალით დაზუნთხული უცხო ქალის კაბა... საქასრიის ბილიკებზე ალუჩა და ბალბა. ისტორია მორგანებზე, მოკლედ თქმული წვლილი... რუსთაველზე მოსეირნე მოტკვარცალე წყვილი. ქუთაისის მგლობა მიყვარს, მთელ სამყაროს მიჯობს... შეძახილი ყოველ მხრიდან რაფერა ხარ ბიჯო?. „შეჩემა“ და „სიმონ“ ებით გატენილი სიტყვა... მე ასეთი მევასება, მე ასეთი მიყვარს. პიტნებით და ომბალოთი სურნელება სუფრის... ბაგრატიდან გელათამდე შერიგება უფლის. სათაფლიის ასავალი, ჭომის წყარო წმინდა, ნაწნავებად ჩამოყრი