ჰ.გონაშვილის გარდაცვალების 35 წლისთავი
ჰამლეტისეული-დაიგვიანეს,ჯერ არსად ჩანან
შესავალის ნაწყვეტი პოემიდან
,,პატარა კახი"
.
დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.
ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!..
ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ,
ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,
მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ
და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..
მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი!
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..
კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
ა