მარტოობა ხეივანში წოწიალი კიდე. „ბიკენტიას საქაბაბე“ ხმელი პურის ყუა, ნატვრები და ოცნებები ახდენილი თუა. მოცეკვავე ნეკერჩხლები მთლად შეშლილი ქუჩა, პირდაფჩენილ ბროწეულებს კბილები რომ უჩანს. ნეშომპალით დაზუნთხული უცხო ქალის კაბა... საქასრიის ბილიკებზე ალუჩა და ბალბა. ისტორია მორგანებზე, მოკლედ თქმული წვლილი... რუსთაველზე მოსეირნე მოტკვარცალე წყვილი. ქუთაისის მგლობა მიყვარს, მთელ სამყაროს მიჯობს... შეძახილი ყოველ მხრიდან რაფერა ხარ ბიჯო?. „შეჩემა“ და „სიმონ“ ებით გატენილი სიტყვა... მე ასეთი მევასება, მე ასეთი მიყვარს. პიტნებით და ომბალოთი სურნელება სუფრის... ბაგრატიდან გელათამდე შერიგება უფლის. სათაფლიის ასავალი, ჭომის წყარო წმინდა, ნაწნავებად ჩამოყრილი თბილი მთვარე ციდან. რიონიდან ბახიბუხი, ცოტა კიდე ტყვილი... თვალებს კიდე ვარონიებ იმანოსთან ვივლი. ასე იყო,ასე არის სიტყვა სიტყვას მიჰყვა, იმერეთი მე ამფერი სიყვარულით მიყვარს.♥
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 49
qutaisi mec magferi miyvars!
menatrebi qutaiso,kide ufro metad vinem adre,vinem mashin, roca sxva gza chanda,,,,
QuTaiSoooo ... Sheeen GenacVaLeeeee
me ki orives genacvalet
qutaiso chemo!!!!
rogor zalian menatrebi qutaisoooo
au egi vin dacera martla ramagari leqsia tu shegidzliat gamagebinet vin dacera
kargia