,, მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!
” – მაიკლ როთი
საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის, ამის შესახებ თავად წერს X-ზე:
,,13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას”, – წერს მაიკლ როთი.
Комментарии 1