გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
აბუ-დაბის ტატამებზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ასპარეზობის პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.
საქართველოდან ჩემპიონობისთვის საბრძოლველად წარდგენილმა გიორგი სარდალაშვილმა ჩინელი კვან ჯინ ჩე და ტაივანელი ჩონ იუ ლინი დაამარცხა და პულის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი ჰყავდა. ამ უკანასკნელ სარდალაშვილთან შეხვედრამდე ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუა ჰყავდა, მას თავის მხრივ, კი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი.
შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა მოიგო და იგი ნახევარფინალში გავიდა.
სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ტაივანელმა იანგ იუნგ-ვეი ფრანგ რომენ ვალადიე პიკარი დაამარცხა, ნეიტრალური სტატუსით დაშვებულმა რუსმა აიუბ ბლიევმა ყაზახი ელდოს სმეტოვი.
მეოთხე მეოთხედფინალურ შეხვედრაში იაპონელი ტაიკი ნაკამურა, რომელმაც ფრანგი ლუკა მხეიძე დაამარცხა, კორეელ ჰარიმ ლისთან იჭიდავებს და მათ შორის გამარჯვებული ნახევარფინალში გიორგი სარდალაშვილს შეხვდება.
Нет комментариев