არავინ დაინდო---ცოტა მიუღებელია ჩემთვის. ზოგი ადამიანი რომ ცხოველზე უარესია, ვიცი, მაგრამ ვერ მოექცევი შენ, მართლა გონიერი ადამიანი ზოგს ისე, როგორც იმსახურებს. ეს სისასტიკე შენში შინაგანად უნდა ბუდობდეს. იმსახურებს ზოგიერთი მართლა ჩაქოლვას, მაგრამ მე ვერ და არ ვიზამ ამას. ყველას ღმერთმა მოჰკითხოს პასუხი. მე მხოლოდ მინუს უსასრულობაში ვუშვებ ეგეთს.
ცხოვრება დაუნდობლად გექცევა,შენ არ უნდა დაელოდო როდის მოგექცევა ის ,ან კონკრეტული პიროვნება დაუნდობლად,რადგან როცა გვიან იქნება ,ჯოჯოხეთი მოგენატრება.დაცემულს!დაუნდობელი და შენი მტერი ვინც და რაც დაუნდობლად გექცევა,არასოდეს არ უნდა დაინდო!მორალი და ზნეობა შენშია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ზნეობა გიბიძგებს დებილიზმისკენ ან თვინიერებისკენ.ზნეობა ადამიანის სულიერი ფაქტორია.და ამ ზნეობას ფეხქვეშ რომ თელავს ცხოვრება შენს სულთან ერთად,ზუსტად ამიტომ არ უნდა დაინდო ცხორება რომელიც სულში გაფურთხებს სადაც შენ გაქვს ზნეობა!
მე პოსტის შინაარსიდან გამოვედი. საკმაოდ ხისტი და შეუპოვარი ხასიათი მაქვს, უპასუხოდ და ურეაქციოდ არ ვტოვებ არც ერთ ქმედებას, მაგრამ --არავინ დაინდო-- რაღაც არ ჯდება ჩემს აღზრდასა და ზნეობაში. კარგით. წარმატებები.
Комментарии 3