🍓 დაიწყო მარწყვის სეზონი და უამრავი დესერტის მომზადება შეგვიძლია ამ საოცარი კულტურით… დღეს შემოგთავაზებთ ერთგვარ მიქსს - ტარტის და ჩიზქეიქის თითქმის ერთობლიობას…🍰
მოკლედ...#ფხვიერიცომი : ტარტის და ტარტალეტკის ცომი ვაფხვიერებთ 4-ჭიქა ფქვილს, 1-1 ჩ/კ სოდას და გამაფხვიერებელს, 250 გრ გამდნარ მარგარინს, 150 გრ შაქარს და 2 ც კვერცხის გულს… ამ ყველაფერს გემრიელად მოვზელთ, დავაგუნდავებთ და ცელოფნით ვინახავთ მაცივარში, თუ დიდი ხნით გინდათ შენახვა, მაშინ უფრო- საყინულეში...
ამ ცომით ტარტსაც ვაცხობ და ზოგჯერ “ქრამბლსაც".. ვისაც როგორ გაგიხარდებათ - ბევრჯერ მაქვს გაზიარებული ... ამჯერად ტარტის ფორმა მივეცი ფორმაში, დავჩხვლიტე ჩანგლით და ფრთხილად გადავუსვი გახეხილი ცოცხალი შინდი-დაშაქრული (მადლობა ჩვენს ოქროსხელება თამუნას ამ გემრიელობისთვის…💖) შემდეგ კი მოვათავსე არაჟნის კრემ-მასა: 2 კვერცხი ავთქვიფე 1 ჭიქა შაქარში, 5ს/კ სახამებელი, ცოტა ვანილი და 300გრ არაჟანი, ეს მასა ცხვება ტარტთან ერთად... სჭირდება სადღაც 40 წუთი 170 გრადუსზე- ცომი რომ დაიბრაწება ოქროსფრად…
🍓 ცალკე ვამზადებთ მარწყვის კონფს: 300 გრამ დაჭრილ მარწყვს ვათავსებთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ვაყრით 150 გრამ შაქარს და მივიყვანთ ადუღებამდე… ცალკე 50 გრამ წყალში გავხსნით 3 ს/კ კარტოფილის სახამებელს და ვუმატებთ ადუღებულ მარწყვს, მხოლოდ ერთი ორჯერ მოვურევთ და ეგააა - ვუთუშავთ ცეცხლს…
🥮 ორივე მასა რომ შეგრილდება მარწყვის კონფს ვათავსებთ ტარტზე და ვაჩერებთ სრულ გამყარებამდე ან მაცივარში, ან გრილ ადგილას 20-30 წუთი მაინც…✨
🍰 უგემრიელესია…. მოამზადეთ- ნამდვილად ასიამოვნებთ ახლობლებს... დიდი მადლობა ყურადღებისათვის...🍰
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев