დღეს უნდა გვტკიოდეს-
ტკივილი მაცხოვრის
ცრემლები გვდიოდეს,
დღე არ არს განცხრომის,
დღეს ყველა გაგვძარცვეს,
ხელ-ფეხი შეგვიკვრეს,
ძეკაცი ჯვარსაცვეს,
უფალი მოგვიკლეს...
და მაინც ვიხაროთ
დღე არის მზიანი,
ერთურთი ვიყვაროთ,
ნუ გვინდა ზიანი.
ცაზე გაჩეჩილი
ღრუბელი... მერცხლები..
შინ ქორფა ჯეჯილი
წითელი კვერცხები.
დღეს ჯვარცმის წინარე,
თავს დავხრით მდაბლითა,
ზეიმი წინ არის,
აღდგომის მადლითა!