დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ, არ
იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა, რომ
ცხოვრების განთიადი მიიბინდა. დამელოდე,
მე უთუოდ დაგიძახებ, რადგან მხოლოდ შენი
ნატვრა მასულდგმულებს, მთვარის შუქზე
ჩამომადე თავი მხარზე და
"მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ
დაგღლის, თუ ცოდვისთვის მიტევება
შეგიძლია, ყველა გრძნობას, ფიქრად
ქცეულს, შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი
ჰქვია. და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ
ღრუბლებს... დამელოდე, მე უთუოდ მოვალ
შენთან და ოდესმე გულში მაგრად
ჩაგიხუტებ
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა.
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან.
გიყვარდეს... ეს ნიშნავს ცხოვრება გრძელდება...
ლამაზად თენდება... ლამაზად ღამდება...
ამბობენ: ღმერთებსაც ქონიათ გრძნობები,
გრძნობები რომელიც არასდროს ჩაქრება.
არ თქვა, რომ სიყვარულს ქონია ასაკი
და არც მანძილი აბრკოლებს ამ გრძნობას,
მას არ სჭირდება ფიცი და ძახილი...
მოვა და დაგიპყრობს, სულ შენთან დარჩება.
ნუ იტყვი ცხოვრება რომ უკვე მთავრდება,
სიყვარულს არა აქვს არც დრო... არც ასაკი...
თუ გულში ლამაზი გრძნობები ჩასახლდა...
მერწმუნეთ ცხოვრებაც გახდება ლამაზი...