- რატომ გიყვარვარ? - იმიტომ, რომ მიყვარხარ... იმიტომ, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ: ცოტა ბავშვური, ცოტა ჯიუტი, კეთილი, ზოგჯერ უცნაურიც... ნამდვილი... - როგორ ფიქრობ, რომ დავბერდები მერეც ასე გეყვარები? - არა... ასე აღარ მეყვარები... - ვითომ, რატომ? - სიყვარული უფრო ძლიერი იქნება და იმიტომ, წლები უფრო ახლობელ ადამიანად გაქცევს ჩემთვის, სუნთქვასავით განუყოფელი და "ჩემი" იქნები... - მართლა ასე ფიქრობ? - ჰო, მართლა ასე ვფიქრობ და მერე ჩვენს შვილებს მოვუყვებით, რომ დროს მხოლოდ ის უძლებს რაც ნამდვილია და ჩვენ ამისი ცოცხალი მაგალითი ვიქნებით.
როცა მიხვდები რომ არანაირ ემოციას აღარ იწვევს შენში ადამიანი, როცა მიხვდები, რომ აღარ გენატრება , როცა აღარ იდარდებ, როცა მიხვდები , რომ ყველა იმედი გაგიცრუეს , ყველაფერი ჩამოგინგრიეს რაც შენში არსებობდა , როცა ყველაფერი გაგისულერთდება მერე მიხვდები, რომ შენი თავი იპოვე და ეს იქნება ახალი ბედნიერების დასაწყისი , როცა შენს თავს აირჩევ