ახლა კი, მხოლოდ შენთან მინდა, უფალო მოსვლა.
ფეხი მერევა და ეშმაკიც, თითქოს და მბორკავს.
ბევრჯერ შევცოდე, განვიკითხე და მეც გამკიცხეს,
რწმენით მოველი, პატიებას ღმერთო მამხილე.
გულში რაც მიდევს, ეს შენც იცი ყველაფერს ხედავ,
ძალიან მიჭირს, ახსარებას ვერაფრით ვბედავ,
მოვდივარ თუმცა, უკუნია და ნაბიჯს ვერ ვდგამ,
ხელი მომეცი, მომეშველე, უფსკრულთან ვდგევარ.
შავი ყორნები მესევიან, მჯიჯგნიან ცოცხლად,
მტკივა გრძნობები და ტკივილის იმ საზღვრებს სცდება.
თითქოს და ხორცი გაეყარა ჩემ სულს და კვდება.
ხელი მომეცი, შენთან მინდა, უფალო მოსვლა,
სანამ მომიყვანს, იძულებით ცხოვრება კენტად.
მარტო ვერ მოვალ, მეშინია ბეწვის ხიდს ვხედავ,
ვდგევარ უფსკრულთან და ეს გული ფეთქავს და ფეთქავს,
მე ახლა მივხვდი რომ ეს ფეთქვა უფა