ვინ რა იცის მე ამ გულში რა მიდევს,
ვინ გაიგებს ჩემი გულის დარდებს.
მხოლოდ მთვარეს ვუზიარებ ყველაფერს
და უჩუმრად გვისმენს ისევ ღამე.
მაგრამ ქარი არ გვასვენებს ოხერი,
საიდანღაც გამორეკავს ღრუბლებს.
ლაღი მთვარე ღრუბლებს მოეფარება
და დავრჩებით მარტო მე და ღამე.
ქარი ისევ არ ისვენებს, არ ცხრება,
დაუბერავს, ამიწეწავს კვლავ თმებს.
მერე ისევ დაერევა ღრუბლებს და
ჩამოჰყრის ციდან თოვლის ფანტელს.
მე კი თვალზე დარდის ცრემლი მიბრწყინავს,
გული კვლავაც დარდითაა სავსე.
ქარიც შედრკა, თვალზე ცრემლი შემნიშნა,
მიხვდა დარდი არ მშორდება მწარე.
ისე ნაზად დამიქროლა, ალერსით
თვალზე ცრემლი მომაშორა მწარე.
დამავიწყა რომ ეს გული ოხერი,
ისევ ისე დარდითაა სავსე.
17.01.2017
მზია კაპანაძე