ხო სოფლელი ვარ
არასდროს ვმალავ
ტყეში მივლია რეზინის ჩექმით
რატომ გონია თავს მომაწონებ
მაგ მეორადში ნაყიდი ბეწვით?
ხო სოფლელი ვარ და
ფეხშიშველი
გამირბენია მდინარის პირას
ცხენზე უნაგირს არ ვამაგრებდი
არ დამმალვია არასდროს წვიმა
ჯერ დამეწიე ფიქრით გონებით
შემდეგ კი დავწვეთ თუ გსურს
ცისკრისპირს
და მე გაჩვენებ სოფლელი ბიჭი
როგორ ვაჯობებ იმ შენს ვითომ
პრინცს