ლადო ასათიანი - საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
Xalxnoo... aravin araprisgan ar vart dazgveulebi )) !!! ... nu davcinebt sxvas .. nu movatyuebt sxvas..nu gavcvlit)) .. nu davamcirebt.. nu gavacurebt .. numovklaavt(sulierad)..nu nu nu vizaamt am yvelapers )) .. chvenc xom sheidzleba igive dagvemartos? )) warmoidginet tkven rom gagiketon ras igrdznobt )) rodesac borotebis chadenas ganizraxavt dapikrdiit !!! dapikrdiit ra sheidzleba moyves )) mere ra tu daimsaxura )) dapikrdiit ras igrdznobdit .. tkveni tavi warmoidginet im adamianis magier...cxovrebashi ra sidzneleebic gadagxdat nu daushvebt sxvas gadaxdes )) Damijeret ase bednierebi iknebiit )) me ukve bednierii vaaR !! : )))http://www.youtube.com/watch?v=oZ6bdWrDboQ
ხანდაზმული მამაკაცი 25 წლის შვილთან ერთად მატარებლის ვაგონში შევიდნენ და თავისი ადგილები დაიკავეს. ახალგაზრდა ფანჯარასთან დაჯდა.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, მან ფანჯარაში გაჰყო ხელი,რათა ჰაერის ნაკადი ეგრძნო და უცებ აღფრთოვანებულმა დაიყვირა:
– მამა, ხედავ, ყველა ხე უკან მიდის!
ხანდაზმულმა მამაკაცმა საპასუხოდ გაუღიმა.
ახალგაზრდას გვერდით ცოლ–ქმარი იჯდა.ისინი ცოტა შეაცბულა 25 წლის მამაკაცის ესეთმა ბავშვურმა საქციელმა.
მოულოდნელად ახალგაზრდამ ისევ დაიყვირა:
– მამა, ხედავ, ტბა და ცხოველები…ღრუბლები მატარებელთან ერთად მოდიან!
წყვილი გაოცებული აკვირდებოდა ახალგაზრდა კაცის უცნაურ საქციელს,რომელშიც მამამისი ვერავითარ უცნაურობას თითქოს ვერ ხედავდა.
წამოვიდა წვიმა და წვეთები ხალგაზრდას მოხვდა.ის კვლა