არასოდეს დაკარგო რწმენა, გჯეროდეს სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის...ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე... ხანდახან ეკალსაც გაჰკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები, მაგრამ არ შეჩერდე...ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს...ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვაროს, რომ მიხვდე ღიმილი რამხელა ბედნიერებაა...აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ იმასაც მიხვდე რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა...ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო...სხვანაირად ვერ იქცევი ადამ
ამ ქვეყნად მოსვლა შენს გამო ღირდა,
იმ ქვეყვანად წასვლას შენს გამო შევძლებ
უშენოდ წამიც ვერ შევძლებ ყოფნას,
და არც ექნება იმ ყოფნას აზრი...
შენ ჩემს ცხოვრებას შესძინე სიტკბო
და შემაყვარე სიცოცხლე ქვეყნად,
როცა გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,
იმ წამსვე გულმა დაიწყო ფეთქვა...
მე შენთან ერთად ყველაფერს შევძლებ,
შენ მაძლევ ხალისს ბევრი რომ ვწერო,
როგორც მხატვრები ხატავენ ნახატს,
მე შენით ვხატავ ჩემს მთელ სამყაროს...
ღმერთი თუ მომცემს უფლებას ვთხოვო,
ვთხოვ სამუდამოდ ერთად გვამყოფოს,
სიცოცხლის მერეც რომ ერთად ვიყოთ,
ეს ერთი თხოვნა მექნება მხოლოდ...
ასე ხომ ყველას არ სწყალოს ღმერთი,
იპოვოს ერთი ვინც მისთვის გაჩნდა,
და მე ვიპოვე,ვიპოვე ის ვინვ,
ღმერთმა საჩუქრად გამომიგზავნა...