Предыдущая публикация
ბებო მეძახის "გიოსო",
ბებუტა-- ბებოს დამძახის
რომ ხმაზე მიმაჩვიოსო...
გავიცინებ და იცინის-
თუ ვტირი, ტირის ბებიკოც,
განა მე რა მე მაწუხებს
ეგ თქვენ გაშინებთ დედიკო...
ახლა კიჭებიც ამომდის-
ჩიჩიაც მინდა რომ ვჭამო.
აბა ფაფებით , ნანებით,
როდემდე უნდა ვეწამო..
ფეხზე გავივლი მერე და...
ნახეთ რა ბიჭი ვიქნები,
სასწრაფოდ უნდა მიყიდოთ
სამთვალა ველოსიპედი...
ჰერი.. და მერე სიგნალით-
შემოვირბინო უბანი...
გზას ჩემი კვალი დავატყო
სულ ცინცახალი და უვალი..ე ლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев