„ჯვარი არის ქრისტიანის სულიერი მახვილი, ღვთისგან მოცემული მახვილი მესიისა!“
ეშმაკს ისე არაფრის ეშინია, როგორც ნაკურთხი ჯვრის, რადგან მან, ვინც ჯვარზეა გამოსახული, ანუ იესო ქრისტემ, გაანადგურა ეშმაკის ძალაუფლება.
წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: "ჯვარი აღდგომაა მკვდართა, ჯვარი სასოებაა ქრისტესი, ჯვარი კვერთხია უძლურთა, ჯვარი ნუგეშია გლახაკთა, ჯვარი კედელია მტერთაგან დასაცავი, ჯვარი მამაა ობოლთა, ჯვარი დამმოძღვრელია მართალთა, ჯვარი ნუგეშინისმცემელია მწუხარეთა, ჯვარი მცველია ჩვილთა, ჯვარი გვირგვინია ხუცესთა, ჯვარი ნათელია ბნელთა შინა მჯდომარეთათვის, ჯვარი ქადაგებაა წინასწარმეტყველთა, ჯვარი უბიწოებაა ქალწულთა, ჯვარი სიხარულია მღვდელთა, ჯვარი საფუძველია ეკლესიათა, ჯვარი სიმტკიცეა სამყაროსი, ჯვ