,,ფრთხილი ვყოფილვარ ბავშვობაში, ასე მიყვებოდა დედა - როგორადაც არ უნდა დავცემულიყავი, ხელებს ვიშველიებდი თურმე და თითქმის არასოდეს არაფერი მიტკენია ...
ახლა რა ჯანდაბა მჭირს დიდობაში?!...
როგორც არ უნდა დავეცე, გულით ვეცემი ...
წავბარგანავდები თუ არა, ხელებს ზურგს უკან დავიწყობ და ეგრევე გულით ვენარცხები ...
ფეხს წამოვკრავ და -- გული მტკივა,
ხელს გადამიგრეხენ და -- გული...
სულს გაჩხრეკენ და -- გული...
უგულოდ გადავწყვეტ და როგორც ნაღმს ისე წამოვედები საკუთარ გულს!
ვიფლითები ...
ბავშვობაში ისე ფრთხილი ვყოფილვარ თურმე....
ასე ამბობდა დედა!...