მიდის ამაყად, მშვიდად მიდის ქუჩაში ქალი, გამოუცნობი დარდი დაჰკავს მის ლამაზ თვალებს, მიდის თავისთვის და ვერ ამჩნევს ის ხალხის მზერას, ხან მოწონების, აღტაცების, ხან შურით სავსეს.ქუჩის ხმაურში იკარგება ნაბიჯების ხმა, თითქოს შემთხვევით მოხვედრილა ამ პლანეტაზე, ალბათ მხატვრებიც ვერ შეძლებდნენ რომ გადმოეცათ, სულის და ხორცის ეს შერწყმა და ეს სილამაზე.წუთით იელვებს ირონია, მის ლამაზ ბაგეს, თითქოს ეძებს და ვერ პოულობს პასუხს კითხვაზე, და გაზაფხულის აყვავებულ კვირტების ფონზე, უკვე ზაფხულის მიწურულს გავს მისი სინაზე.ძლივს შესამჩნევი წლები დაკრავს მის სილამაზეს, მაინც ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში ქალი, მისი ზაფხული იწურება, ეს იცის უკვე, მაგრამ ვაი, რომ წარსულისკენ უჭირავს თვალი.მოგონებების ტკივილისგან დახრ