შვილი - ეს სიტყვა არ არის, ეს არის მალამო, ნექტარი, სიყვარული... თაფლით დაწერილი ტკბილი სიტყვა, გულს წამლად მოდებული, ცეცხლის ალად დახვეული გულში... შვილი - ეს სიტყვა თავად ღმერთია, თავად უფალი იესოც ქრისტეც იყო ძე ღვთისა, ჩვენი მესია... შვილი - ეს სიტყვა არ არის, ეს ჯადოსნური განძია, ეს ფიქრია ფიქრთა შორის, და ამოუცნობი შრიფტია... დედების გულის კოვზზე დაწერილი, დედების სულში ამოტვიფრული, დედების თვალის გუგაზე ამოზრდილი, შვილი ხომ დედისთვის ხატია...