დედებო, ყოველთვის ილოცეთ თქვენი შილვებისათვის და თქვენი ლოცვა თქვენი და თქვენი შვილების მხსნელი იქნება.
თქვენი შვილებისათვის, როგორც კი ჩაისახებიან, როცა ამ ქვეყანას მოევლინებიან, როდესაც წმინდა ნათლობით განათლდებიან, როცა იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, ილოცეთ ყოველთვის! მათ ეს ძალიან სჭირდებათ.
თქვებ ბევრი მიზეზი გაქვთ სალოცავად. აი, შვილი ხელში გიჭირავთ და მკერდზე მიგიხუტებიათ. აი, ის ძუძუს ეწაფება ხარბად, ხან მხიარულად გამოიყურება, ხან მოიღუშება, თითქოს კიდევ რაღაცას მოელის თქვენგან... აი, ამ დროს ღრმად ამოისუნთქავთ, მთელი ყურადღება ღვთისკენ მიმართეთ და გულით წარმოთქვით, თუნდაც ძალიან მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა; და ეს იქნება თქვენგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი შვილისათვის. აი, შვილის საწოლ