ისე მალე დამივიწყებთ, ისე მალე გავქრები,
თითქოს სულაც არ ვყოფილვარ,
თითქოს სულ ვერ მამჩნევდით....
დღეს ცოცხალი როგორა ვარ, ?
დილით როგორ ავდექი,?
ან ამდენი წელი წადი,
ასე როგორ გავძელი.....?
ისე მალე დამივიწყებთ ისე მალე გავქრები,
რა მოგიყვეთ აღარ ვიცი, გამითავდა სათქმელი,
მე ვარ სევდა შუაღამის, ცრემლებისგან ნამღერი,
წინა ზამთარს, მოფრენილი, ქარისაგან, ფანტელი,
როგორ გითხრათ მიხარია?... დამიგროვდა დარდები.....
მე სიბნელეს უფრო ვხედავ, არსად მოსჩანს ნათელი,
ამიტომაც ახლაც მიკვირს......
ნეტავ როგორ გავძელი......
ისე მალე დამივიწყებთ ისე მალე გავქრები.....
ვერც მოასწრებთ ჩაფიქრებას,
რისთვის, რატომ, რას ვწერდი.