ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ!მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ...ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი, აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი! ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე, ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე... გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე, სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე! ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები... დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები, გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები! ინანებ იმ წამს, პირველად რომ ჩემს ტუჩს შეეხე და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება... დაგტანჯავს ფიქრი, იმ მომენტის მე, რომ შემეხე, მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა ქვრება... ინანე
იცი რა მიყვარს?
ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,
იცი რა მიყვარს?
შენი ფიქრები,ჯერ რომ არ
გითქვამს.
იცი რა მიყვარს?
ოცნება მიყვარს შენი ფერებით.
იცი რა მიყვარს?
სიტყვებით როცა მომეფერბი.
იცი რა მიყვარს?
ეგ სიყვარული შენი გულიდან.
ამას რომ გეტყვი,მერე
არასდროს გნახო თუ გინდა.
რად გაგირბივარ?
ეგ რომ ვიცოდე ერთად
ვიქნებით,
მაგრამ არ ვიცი რამდენის ახსნა
შევძლო სიტყვებით.
ვიცი როგორ ხარ და ისიც ვიცი
ჩემი ბრალია,
მინდა მიყვარდე,მეც შეგიყვარო
ასე ძალიან