ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას – კახა კალაძე
მაისი 13,2024
„მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისროდა ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
ეს არ არის სწორი. ასევე, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. თუ გაქვს რაიმე პროტესტი, შეგიძლია ეს ნორმალური ცივილური ფორმით გამოხატო. ამაში ხელს არავინ უშლის ადამიანებს, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს ამის უფლება.
იქ იყო უამრავი ადამიანი, ვინც აპროტესტებდა კანონის ფარგლებში და აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიციას ესროლო ბოთლი, ქვა, შეასხა წიწაკის სპრეი, მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი ლაღიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19
დღეს რაც ხდება რუსთაველზე ეს ივანიშვილის დამსახურებაა.ივანიშვილი რომ მოვიდა მას უნდა დაემყარებინა წესრიგი და უნდა ევლო დამოუკიდებელ საქართველოში.არამედ კოლონიზატორიაა გადაქცეულიყო.ვერც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბააა.ორ კურდღელს გამოდევნა.ივანიშვილს არცერთ მხარეს არ უნდა დაეწვა ხიდები.განსაკუთრებით რუსეთთან.იმიტომ რომ ჯერ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი და შემდეგ საქართველოს ეკონომია დგას რუსეთის ბაზარზე.დიახ დასავლეთმა საქართველოს გაუქმაა მრეწველობაა და მეურნეობა ასევე განათლება მეცნიერებაა.რომელ ქვეყანაშიც მრეწველობა მეურნეობა არ არის ის ქვეყანა განადგურებულია.ამიტიმ ამას ჭირდებოდა ბაზარი ეს ბაზარი რუსეთთან ჩაკეტილია და ევროპამ არ გაიხსნა.ამიტომ ხარ მონა ევროპის.ეხლა გეკითხები რომელი ჯობია შენი ოჯახის გადარჩენას გზას რომ დაადგწ რუსეთისას ხომ?? თუ გინდა ყოველდღე წელში მოხრილი იდგე და ყველამ თავში წამოგარტყას დასავლეთის გზაა?? სესერეკას დროს ხალხს ფული ბანკში ქონდა ეხლა ხალხს ბანკის ვალი აქვს....სესერეკას დროსაა აშენებული საქართველო დაცეხლაა...Ещёოოოო.ნაციც და ქოციც ორივე ერთნი არიან
დღეს რაც ხდება რუსთაველზე ეს ივანიშვილის დამსახურებაა.ივანიშვილი რომ მოვიდა მას უნდა დაემყარებინა წესრიგი და უნდა ევლო დამოუკიდებელ საქართველოში.არამედ კოლონიზატორიაა გადაქცეულიყო.ვერც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბააა.ორ კურდღელს გამოდევნა.ივანიშვილს არცერთ მხარეს არ უნდა დაეწვა ხიდები.განსაკუთრებით რუსეთთან.იმიტომ რომ ჯერ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი და შემდეგ საქართველოს ეკონომია დგას რუსეთის ბაზარზე.დიახ დასავლეთმა საქართველოს გაუქმაა მრეწველობაა და მეურნეობა ასევე განათლება მეცნიერებაა.რომელ ქვეყანაშიც მრეწველობა მეურნეობა არ არის ის ქვეყანა განადგურებულია.ამიტიმ ამას ჭირდებოდა ბაზარი ეს ბაზარი რუსეთთან ჩაკეტილია და ევროპამ არ გაიხსნა.ამიტომ ხარ მონა ევროპის.ეხლა გეკითხები რომელი ჯობია შენი ოჯახის გადარჩენას გზას რომ დაადგწ რუსეთისას ხომ?? თუ გინდა ყოველდღე წელში მოხრილი იდგე და ყველამ თავში წამოგარტყას დასავლეთის გზაა?? სესერეკას დროს ხალხს ფული ბანკში ქონდა ეხლა ხალხს ბანკის ვალი აქვს....სესერეკას დროსაა აშენებული საქართველო დაცეხლაა დანგრეულია აბა შედარება გააკეთეთ.კონა ვიყავითო და როგორი მონა იყავი???