ბუთხუზა მეეზოვის გულისტკივილი
“ისეთ კარგ “დუხებს” ვისხამ, თავადაც მსიამოვნებს”
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილად ქცეული 38 წლის ბუთხუზა, გულღია
და ენერგიული ალექსანდრე კუდუხოვი მეორე წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს.
მუშაობას დილაადრიან იწყებს. დედაქალაქის სისუფთავეზე დაბანილი,
წვერგაპარსული და სუნამო ნაპკურები ზრუნავს…
– ადრე მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის ოპერატორად ვმუშაობდი.
შემცირებები რომ დაიწყო, 2011 წლიდან უმუშევარი დავრჩი. თამარაშენიდან
დევნილი ვარ. თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ძალიან გამიჭირდა. სამსახურს
ვეძებდი. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მერიაში განცხადება
არაერთხელ დამიწერია, რომ ჩემი მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ. შარშან
სპორტული ოლიმპიადები რომ ტარდებ