"დღეს მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება."
8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში, ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა... დღეს კი მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება." - მითხრა შარშან წაჩხურობის დღესასწაულზე თბილისიდან მარტვლის რაიონის, სოფელ სალხინოში ჩამოსულმა ქალბატონმა...
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდებ