კაცს, რომელიც ჩემთვის უცნობი გოგონას ბინას
არემონტებდა, დაზიანებულ შპალერზე გაკრული,
გაზეთიდან ამოჭრილი ჩემი ლექსი დანანებია, ფოტო
გადაუღია და ჯგუფში ,,პაემანი თბილისთან'',
გამოუქვეყნებია. ლექსი ზვიად გამსახურდიას ეძღვნება.
ინფორმაცია მომაწოდა მარინა ნათელაშვილმა
და კიდევ: ხელოსანი შემეხმიანოს. დავიმეგობრებ.
თინათინ მღვდლიაშვილი
--------------
გამონათქვამები
2 დღე ·
ერთი არაჩვეულებრივი გოგოს სახლს ვარემონტებდი. ინტერიერის დიზაინისთვის სახლის ანაზომს ვინიშნავდით და ძველ კედელზე შემორჩენილ გაზეთიდან ამოჭრილ ლექსზე შევაჩერე მზერა.
გავჩერდი, გავიაზრე რომ სულ მალე კედლიდან ეს ძველი და დაზიანებული შპალერი ჩამოიხეოდა და გაიყოლებდა ამ საოცარ ლექსს. ისიც უხმაუროდ გაქრებოდა კიდევ ერთი სახლიდან.
გადარჩენის სხვა ხერხი ვერ ვიპოვე, მხოლოდ ეს შევძელი - ახლა ვარდის ფერი კედლის ნაცვლად, ფბ-ის კედელზე დაიდებს სამუდამო ბინას👌🏼
ზვიად გამსახურდიას
თუ მომკლავთ…
მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს,
აპრილი მეხვევა მხრებზე…
თუ მომკლავთ,
ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
ატმებთან მომკალით მზეზე!
მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად,
ვიცხოვრე, ვეწამე, ვთესე…
თუ მომკლავთ…
სხვის კარზე ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
მომკალით მამულის მკერდზე!
ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული,
ხმალი მამულისთვის ვლესე!
ნუ მომკლავთ,
უბრალოდ ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
თუ მომკლავთ - დიდგორის ველზე!
თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი
(მადლობა მარიკა თაბაგარს ინფორმაციისთვის)
www.spectri.org Registration for professional programs has started.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев