ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
თმისაც შევიცვალე ფერი,
ალბათ გემოვნებაც ცოტა გამიმკაცრდა -
- ახლა სისადავე მშვენის...
ახლა ძველებურად აღარ ვიბუტები,
არც მსურს ამიტაცონ ხელში,
როცა სულში წვიმს და
როცა ავდარია,
ვხვდები -
- მეც ბევრ რამეს ვხვდები...
ახლა ხასიათიც ალბათ შემეცვალა,
ახლა ვერ ვტყუვდები ბევრ გზის,
უკვე გავიზუთხე ყველა ნიღბის კითხვა,
ყველას მივუტევე თმენით...
ზოგი დამეკარგა, ზოგსაც დავეკარგე,
გულით ახლობლებთან ვრჩები,
ყალბი მეგობრებიც გზა-გზა დაიფანტნენ,
ამას დრო გადის და ვხვდები.
ვხვდები,
რომ ყოველდღე უნდა გაიზარდო,
უნდა გაიშალო მხრებში,
თუ კი ასჯერ გზაში სადღაც ჩაიმუხლე,
მაშინ ასმეერთედ დგები...
...............................
ალბათ შევიცვალე,
წლებიც მომემატა,
ხშირად საკუთარ თავ
ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება,ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა,მორიგებაა,ანგარიშია,მომავალი ცხოვრების ანალიზია. 💚ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის,შეჩვევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე. 🐞🌷🐞🌷🐞🌷🐞
(გურამ ფანჯიკიძე)🐞🐞🌷🌷🐞🐞🌷🌷
როგორ ვიქნები _ სიცივეა,ყინვა თარეშობს.
ხანდახან წვიმაც გამეტებით სარკმელს ასკდება.
ვეღარც ვხედავ და გეფიცები სმენაც დამეხშო.
დარდი ისედაც არ მაკლდა და გამიასკეცდა.
პულსი კარგი მაქვს.გადარჩენის იმედს იძლევა,
რომ შემომხედავ ,სულ
არ ვგავარ თითქოს ავადმყოფს,
მაგრამ თანდათან შევიშლები და შეიძლება,
მალე სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ დამეტყოს.
უნდა დაბრუნდე.აქ ჰაერიც გამოილია.
მხოლოდ ღრიჭოდან იპარება სახლში სინათლე.
რა ვქნა,ვკვდები და უშენობა არ შემიძლია.
აი ,ეს არის ერთადერთი ახლა სიმართლე.
თ/ჭ
☀️🌷🐞 ხანდახან იმედით ავივსები,
ხანდახან ჩამოვყრი მხრებს,
ხანდახან ოცნებას გამოვყვები,
ხანდახან დავიჭრი ფრთებს...
ვიცოცხლო? - ამისთვის მზე მჭირდება,
ღრუბლით მოხატული დღე...
ხანდახან სიცოცხლით ავივსები,
მგონია გადავდგამ მთებს.
ხანდხან ბეღურას ვემსგავსები,
ზამთარში უფოთლო ხეს,
ხანდახან სამყაროს ისე ვყვარობ,
ვერ ვამჩნევ ჭუჭყით სავსე ფსკერს.
ხანდახან ყველაფრისგან გადაღლილი,
ამ ფსკერზე ვეშვები მეც...💜💜💜🐞🌷
ც. ტურაშვილი - ,, ხანდახან" 💜
სიყვარულს
ყვავილებით დანამულ ფეხებზე
ჰკიდია ასაკი...
ena daimokle
"დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ... მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა", გაიცრიცა, სიყალბე შეერია... თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?! ადამიანის უნდა მეშინოდეს?! არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?! არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ?! არ შეიძლება?!..💔
დომენიკო, იცი რა მომენატრა? ან იცი, როგორ მომენატრა? დომენიკო, მომენატრა თბილი თვალები და თბილი ხელები.😥 დომენიკო, გვირილებით სავსე მინდორში ფეხშიშველი სირბილი მომენატრა. "მიყვარხარ", "მენატრები", "მე უფრო".. მომენატრა.. კიდევ, აი ის სითბო მომენატრა.. სიყვარულისფერი სითბო. დომენიკო, იცი როგორ ? იცი როგორ ? კიი, შენ იცი როგორც."" 💚💜💚❤️❤️❤️💚💚
💚გურამ დოჩანაშვილ
"საყვარელი ადამიანის შეხება ზოგჯერ ჰაერივით გვჭირდება რომ გადავრჩეთ..."
Показать ещё