გონებას გრძნობა არ გააჩნია, სიყვარულს მუდამ გული ჰყვებოდა ამიტომ გვიძგერს ასე ძალიან თორემ,ისე ხომ არ გვექნებოდა?! რა მოხდა ხშირად გულს თუ ავყვებით?ვინა თქვა:გრძნობა,მონაჭორია?!ამიტომ ვრჩებით დიდი ბავშვები.მე,სულიც მუჭა გულში მგონია რად მინდა გული თუ არ აღელდა?!ცრემლი ყოველთვის,გულიდან მოდის!გული რა არის,თუარ ამღერდა?! რად მინდა,თუ არ გაჩერდა,ოდეს?! ცხოვრება გულით უნდა მეტკბილოს.ზარივით უნდა რეკდეს,სულისას!ხანდახან,გულიც უნდა მეტკინოს.სინორჩეს ჰგავდეს,გაზაფხულისას! ქვის გული მე,ჯერ არა მქონია.. ერთი ცოდვილი,პეპელას ვგავარ და ბეწვის ხიდზე,არა მგონია,რომ ცარიელი ამ გულით გავალ. მამუკა უნგიაძე #საქართველო