Предыдущая публикация
👇
გულში გაივლის და დაგასევდიანებს..
ხან უნებლიედ გაგაღიმებს ლამაზ წუთებზე და მერე ისევ სევდა დაგეუფლება...
დაქრის მთელ სხეულში,
ხანდახან ცრემლებამდეც კი მიჰყავხარ ხოლმე..
თვალებს დახუჭავ, გონებაში ფილმის კადრივით გადაგივლის წუთები, წამებიც კი.
მერე კეტავ ისევ ერთ ადგილას, გეშინია არავინ გაეკაროს , არ ,,გაგინიავოს,, შენთვის ძვირფასი , ნაგროვები წუთები.. გეშინია იმ სულიდან არ აგაცალონ და ხალხის საჯიჯგნად არ დაგიგდონ გზაშარაზე..
-ჰოო კეტავ, სადღაც გულის ერთ ნაწილში სანამ ისევ არ მოვარდება მონატრების ძლიერი ,, ქარი,, და შემოდგომის ფოთლებივით არ აშლის შენში ..
ამიწიოკა მონატრებამ მთელი გონება და დავსევდიანდი!...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев