ქრისტე აღსდგა!
ეს სიტყვები მენელსაცხებლე დედამ, მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა და ჩაეყარა კიდევაც საფუძველი, აღდგომის ამ სიტყვებით მოლოცვის ტრადიციას მთელს მსოფლიოში.
მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა პირველად მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი; ანუგეშა, განამხნევა და დაავალა, რომ სხვათათვისაც ეხარებინა მისი მკვდრეთით აღდგომა!
ამ წმინდა დედამ ჩაუყარა საფუძველი კვერცხის სისხლისფრად შეღებვის წესს. მან მიართვა წითელი კვერცხი რომის კეისარ ტრაიანეს და ამ ფორმით ახარა და მიულოცა იმპერატორს აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი!
ბრწყინვალე აღდგომის სასწაულებრივმა ძალმა და მადლმა ათქმევინა თომა მოციქულს, მაცხოვრის ღმრთაებრიობის დამადასტურებელი სიტყვები: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"
მარიამ მაგდალინელის ხარებას; ქრისტე აღსდგა!
პირველნი დაემოწმნენ მოციქულნი პასუხის მიგებით;
ჭეშმარიტად აღსდგა!...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12