ყველა ნინოს გილოცავთ
ანგელოზის დღეს!
ყველა პატარას ვულოცავ
დღევანდელ ორმაგ
დღესასწაულს და ვუსურვებ უღრუბლო ცასა
და კაშკაშა მზეს!
...დილა, დღე და ზაფხული მშვიდობისა და სიხარულისა
მეგობრებს და მთელს
საქართველოს!
წმინდა ნინო ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახების
მფარველიშეგეწიოთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი
ნურასდროს იფიქრებ, ,,ბედი არაფერში მაქვს”, ნურც იმას იტყვი, რომ ,,არაფერში გიმართლებს”...
ყველა ადამიანი თავის ბედს, მომავალს თვითონ ქმნის.
ბედი არ არსებობს... ეს რომ წინასწარ დაგეგმილი იყოს, რა უინტერესო, არაფრის მომცემი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება...
ნუ თვლი სხვის ნაბიჯებს. ნუ გგონია, რომ სხვას ყველაფერი მიეცა, შენ არაფერი... ის ,,არაფერი” ყველაფერია, უბრალოდ შენ ვერ ხედავ, ვერ აფასებ, ვერ კმაყოფილდები.
ჰოდა, თუ არ გაკმაყოფილებს, მეტი შექმენი, მეტი იშრომე. არ გამოგივიდა?! მეტად მოინდომე, ყველგან სცადე და ერთხელაც აუცილებლად გამოვა.
წუწუნით და ჭირვეულობით, რომ სხვა ადვილად აღწევს, არაფრის მომცემია. თავს ითრგუნავ, არსწორად ფიქრობ, ტყუილად მძიმდები.
მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია...
შენი ბედი შენს