რატომ ბრაზდებაო ქალი?..
ვეღარ გაუგიათ კაცებს...
კარგად დააკვირდით თვალებს,
ყველა კითხვის პასუხ გამცემთ...
ოღონდ კითხვა უნდა შეძლოთ,
მზერის, საკუთარი ქალის...
ნუღარ დაიღლებით ახსნით,
რომ ის ერთადერთი არის!
რომ მას ვეღარავინ შეცვლის-
ოღონდ სიყალბე არ ნახოს!..
თორემ, ქალი-ქარი არის,
წავა, აღარ მოვა ახლოს!...