მონატრებიდან მონატრებამდე გზა დაგვილოცე ღმერთო...
მონატრებიდან სიყვარულამდე... ძალა მოგვეცი ღმერთო...
და რისთვის გაჩნდა ეს მონატრება... თუ მას ცრემლები დააქვს,
და რა გრძნობაა ეს სიყვარული, თუ მას ტკივილი ახლავს.
არც მზის ამოსვლას ქონია ძალა, მზის სხივიც აღარ მათბობს...
აღარც ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და არც ბეღურა გალობს,
არც გათენებას ააქვს ხალისი... სამყაროც ქრება სადღაც,
უსიყვარულოდ აბა მითხარით....
ცხოვრება მართლაც რაა?...
მონატრებიდან მონატრებამდე რა ეკლიანი გზაა
სიყვარულიდან სიყვარულამდე გზა უსასრულო გახდა...
და ჩიტუნებიც აღარ გალობენ სადღაც ვარსკვლავიც ჩაქრა...
მონატრებიდან სიყვარულამდე...
ღმერთო... — რამხელა გზაა...