მე შენს ლექსებში ვეძებდი ჩემს თავს...
ნაზი ალერსით ნაფერებ სიტყვებს...
მე ჩემი თავი ვიგულე შენად...
და მე ავყევი კალამს და რითმებს...
თუმცა.. სად შენ და სადმე ვიყავით..
იქვე ახლოში დაგტრიალებდი...
ჩემი ფურცლების წერილთა ბარგი..
ბაღში ფოთლებად ვაფრიალებდი...
სადღაც შორიდან მოვიდა ქარი...
და ყველა დასტა მოხვეტა წამსვე...
მე კი მეგონა ვიყავი შენი....
და შენი ლექსიც ამბობდა მასვე..
დღეს შეგამჩნიე ჩვენს ქუჩის ბოლოს,,
წლები გავიდა ისევ ხარ მარტო...
თმაში ჭაღარა გაგიჩნდა მხოლოდ....
შენ რომ ეტრფოდი...სადაგყავს სატრფო?...
შენ ამჯობინებ დღეისთვის დუმილს..
შენი ლექსები დღეს არვის ათბობს...
და ჩემი რითმიც წაიღო ქარმა...
ქარის მოტანილს ქარიც კი ართმობს..
მ.ლ