დედის სათხოვარი შვილს
ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები,დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.
ვიდრე წავალ,გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ,კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.ვიდრე წავალ,იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.ვიდრე წავალ არ გაცივდე,დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ