სულის სიმები
შენზე ფიქრებმა შეარხია სულის სიმები,
გულის კუნჭულიც არ დატოვა მშვიდად მძინარი,
ისევ არია აწყობილი მწუხრის სიზმრები,
თვალის გუგასთან გააჩინა წვიმა მდინარი.
უცებ აავსო მონატრების დიდი ფიალა,
ძლიერ შეკუმშა გული თითქმის
ყელში მიმჯდარი,
დარდმა დამალა ვარსკვლავების რიგი ცქრიალა
და თავბრუსხვევა დაატარა წლებში მიმდგარი.
სული გაიჭრა ველ-მინდვრებზე თეთრი რაშივით,
მეტი სისწრაფით გადირბინა მთა და ხევები,
მოწყურებული დაეწაფა ცელქი ბავშვივით
თავს და აფეთქდა, გადარია გზასთან ვერხვები.
ვეღარ დადინჯდა, ვერ დაოკდა გრძნობის წყურვილით,
შემოიარა თეთრი თმა და ფეხის ტერფებიც,
თბილმა ჰაერმა დაუმატა ბრძოლის სურვილი,
უთქმელ, ჩუმ ფიქრებს შემოაცვა სევდის ფერები.
შუბლზე ნაოჭი გადაშალა წლების აჩრდილმა,