იყო ადამიანი ალბათ ყველაზე ადვილი და ყველაზე რთული დავალებაა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. გააჩნია როგორ შევხედავთ სიტყვა "ადამიანის" მნიშვნელობას. თუ თქვენთვის ეს მხოლოდ არსებობას ნიშნავს მაშინ მომილოცავს, თქვენი ცხოვრება მუდამ მარტივი და უმნიშვნელო იქნება. ან იქნებ არც მოსალოცი გაქვთ რამე, რემარკი ამბობდა, "იცხოვრო, ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის ", ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ განა ყველაფრისთვის გვერდის ავლით რაიმე აზრს ვანიჭებთ მას? ადამიანთა ერთ კატეგორიას მიაჩნია რომ ისედაც წამიერ წუთისოფელში ელემენტარულ ცხოვრებისეულ დეტალებზე ზრუნვა დროის ფუჭი ფლანგვაა, მაგრამ სწორედ ყველაზე მცირე დეტალები ქმნიან ბედნიერებას, ყველაზე მცირე დეტალები ამტკიცებენ თუნდაც სიყვარულს, ამტკიცებენ ბევრად უკეთ ვიდ
სხვამ თუ ცუდი გაგიკეთა შენ მიაგე კარგით,
სიტყვა ცუდი შემოგკადრა?შენ უთხარი კარგი
უხეშად თუ შემოგხედა გაუღიმე მადლით
თუკი გული გაგიტეხა არ იდარდო არ ღირს
გულში წყენა არ ჩაიდო სთესე მუდამ კარგი
ღმერთი ამას დაგინახავს და აგავსებს მადლით.
ეცადე რომ ყველა ცუდში დაინახო კარგი,
და თუ ეს არ დაგიფასეს არ იდარდო არ ღირს.
წუთისოფლის სტუმრები ვართ დავაკეთოთ კარგი
უფლის რწმენით სიყვარულით გავიქარვიოთ დარდი
ღმერთს შევთხოვოთ თავმდაბლობით მოგვცეს მისი მადლი
რომ ამ მოკლე ცხოვრებაში სულ ვაკეთოთ კარგი
ბოროტის წილ კეთილი ვქმნათ დავინახოთ კარგი
უკანვე დაგვიბრუნდება უფლის დიდი მადლით.
სხვამ რაც უნდა ის აკეთოს შენ მიაგე კარგით
დაანახე ცხოვრებაში სიბოროტე არ ღირს.
ყოველივე სიკეთე და ყოველივე კარგი
მოგეზღვება შენ ას