და
ასე რჩებიან
სურვილები
სურვილებად,
ხელის ჩაქნევით და
"ერთი ამის დედაც ვატირე!"-თი
იფანტებიან, იშლებიან,
იღვენთებიან,
რადგან ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში,
ამ პლანეტაზე,
ადამიანებს საკუთარი
ტკივილების მოსმენაც აღარ
შეუძლიათ
არა თუ სხვისი - არა თუ შენი -
იმდენი სატკივარი აქვს ყველას -
პირველრიგში კი საკუთარი,
დაკარგული, თავები. თვალები.
გულები...