ჯვარზე გაგაკრეს
ჯვარზე გაგაკრეს,არ შეგიბრალეს,
ხორცი დაფლითეს შენი, იესო,
სულ ტყვილად გლანძღეს,გაფურთხეს ურცხვად,
რა უმოწყალოდ სისხლი გდიესო!
რა არ გიწოდეს,ვით ღირსი იყავ,
სინდისის ფარდა გაარღვიესო,
შენ კი,მიუგე :ვინაც გაწამა,
მოინანიებ-გაპატიებსო.
სიმწრისგან გული გისუსტდებოდა,
არ შეეცოდე მაინც ვინმესო,
და ავაზაკი მიხვდა,ვინც იყავ,
იქ გამიხსენე გთხოვა,იესო!
იმათ იკითხონ,ვინც ნაპერწკალი
კი არ ჩააქრეს- გააღვივესო,
ვინაც ეშმაკი გაახარა და
ღმერთის ძეთ ვინაც არ გცნო,იესო!
თვალები ბოლო ჯერ აღაპყრე ზეცას,
დავბრუნდებიო თან თქვი,იესო,
თვალი დახუჭე და იმ ბნელ ღამეს,
მეორედ ვეღარ გაგიხილესო!
ვ.კვერნაძე
Отлично, я выполнил задание 'Ломать - не строить' в игре Мой Дракон! Заходи ко мне в гости и посмотри какой у меня сейчас классный Дракон! ЗАХОДИ СЮДА >>> http://www.odnoklassniki.ru/game/mydragon