ტაძარი,ლოცვა,ერთგული ფიცი!
ერთგული ფიცი,ლოცვა ტაძარი!
თეთრი ფერებით სამყაროს იცვლი.
და გარინდული გრძნობა დაძარი.
ბეჭედი თითებს,თითები ხატებს,
ზარები ზარებს,სათქმელს უცვლიან.
ტუჩები ტუჩებს,არქმევენ სახელს
და სამუდამო სიტკბოს ჩუქნიან.
ყვავილი ყვავილს,იფერებს კუთვნილს.
თვალები თვალში,თვალებს დახრიან,
წამოდი წამო,შიში მაქვს უფლის..
აქ ჩვენი გზების,გზები მარხია..