ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?" ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?" მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები... მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები... მხარევ მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?" ლურჯი ბალახი მხარამდი, მწყერი გოგმანობს ბალახში... თეთნულდზე – მზე და ბადაღში... სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?" როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე
ვერაფერს შესცვლი ამ ქვეყნად.... გტკივა მაგრამ უნდა გაუძლო.... გცივა მაგრამ უნდა გათბე.... არ გესმის მაგრამ უნდა გაუგო.... დარდობ.... ნაღვლობ.... ზოგჯერ უთქმელობა ყელში გაგჩრია.... ზოგჯერ სიტყვებიც არაფრის მთქმელია ,,,, ვერა ვერაფერს შესცვლი,,,, ვინ სთქვა თითქოს იოლი იყოს სურვილი და თმენა იარათა.... ვინ სთქვა თითქოს დრო იყოს ამქვეყნად ყველაფრის მკურნალი..... ვინ სთქვა თითქოს მომავალი წარსულს აცამტვერებს.... არა.... მე არ მჯერა ამ სისულელის.... დრო ვერაგი და სასტიკია.... დგება წუთები როდესაც სიტყვები ამაოა.... როცა მიჰყვები შორეულ ჰორიზონტს და ხვდები რომ ცარიელი ხარ... ცარიელი სულით ხორცამდე.
ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე, თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი! გულის ტკივილით შეცდომებსაც მოვინანიებთ, შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი. დრო მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს! ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული, სათნო ღიმილით გავიხსენებთ გარდასულ ამბებს: ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას სიხარულს. დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს. თურმე რამდენი შესძლებია გესლიან ენას!.... თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას. ადრე, თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე, მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით, გოდებით…. მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას. ნუ დავამძიმებთ უგუნური, მძიმე ცოდვებით!