""ბავშურად ვბერდები... თუმცა უკვე გავჭაღარავდი, ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს, მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულს გავს– ზღაპრის მოყოლას რომ შეპირდნენ და მოატყუეს..."
  • Класс
ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი და ახლაც მთვარეს მგელივით მისდევს, როგორც მთებს აქეთ, ისე მთებს იქით. მე ჩემი წილი ყვითელი მთვარე ჩამოვაფარე ფანჯრებს ფარდებად... და ისევ რაღაც იწყება გარეთ, ოთახში ისევ რაღაც მთავრდება.
ეს კვირა მიტევების კვირაა..
557290888012

VAR CHUMAD CHEMTVIS

Сестра - это человек, который выскажет тебе в глаза всё, что её бесит в тебе, а всем скажет, что ты самый замечательный человек на Земле...
ისე წახვედი რომ, სულმთლად დაგავიწყდი... ისევ აერია დღეებს მისამართი... ბოდიშს მოგიხდიდი, თუნდაც არაფრისთვის... ბოდიშს მოგიხდიდი, თუნდაც ყველაფრისთვის... ისე მიატოვა ქარმა, ცა და მიწა... ახლა მოგონება დაქრის შორეული... შენი სიყვარული, ან, რამ დამავიწყა... ან, რად მენატრები, სევდამორეული... დიდხანს ვიყოყმანე, დრო რომ გამეყვანა... ახლა, გელოდები... სულის ნაპირებთან... ზაფხულს, შემოდგომა სხვაგან წაეყვანა... მე კი, შენს სიყვარულს ახლა ვაპირებდი... შენმა განშორებამ ისე შემაშინა... აწმყო ათასფერი, შავად შემიღება... ახლა დაგეძებ და მუდამ ძებნაში ვარ... ალბათ, მიყურებ და ჩუმად გეღიმება... ისევ იწურება ახლა, ოქტომბერი...
''წაიღე ჩემი გული…თუნდაც სულ პატარა ნაწილი…ჩუმად მოეფერე და ბალიშის ქვეშ შეინახე… როცა შეგცივდება, ის გაგათბობს და სიყვარულის ზღაპარს მოგიყვება როცა მოგეწყინება…თავი დაადე და მშვიდად დაიძინე…ის ლამაზ მაგნოლიებზე უფრო ნაზია და ბუმბულივით ფაფუკი…მოგეფერება, ტკივილს გაგიყუჩებს…გულის გულში ჩაგიკრავს…არასოდეს გიღალატებს…არ მიგატოვებს…სიბნელეში გზას გაგინათებს და ვერასოდეს ვერაფერი ჩააქრობს…ის არაფერს ელოდება შენგან სანაცვლოდ …და ვერც ვერაფერი შეაშინებს…თუ რამე შეგემთხვა ან ვინმემ გული გატკინა, ის შენს ტკივილსაც გაუძლებს…მოთმინებით აიტანს ყველაფერს…უბრალოდ ცოტას მოიწყენს,ძალას მოიკრებს და კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებს…მას შენთვის სიცოცხლეც არ ენანება…ის შენია…მხოლოდ შენი….მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს…
Показать ещё